16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში - ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და იხარჯება რადიკალურ ჯგუფებში - შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმას, რასაც უცხოური ფონდები საქართველოში აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, მათ შორის, იმ ევროპასთან, რომლის ნაწილიც საქართველოა.

"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდით დონორებთან გვესაუბრა იმ პირობაზე, რომელიც მათგან იყო, რომ დაფინანსება ყოფილიყო გამჭვირვალე, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ, სამწუხაროდ, არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მეც პირადად მქონდა საუბარი დიპლომატიურ დონეზე, დონორების დონეზე და იყო პირობა, რომ მოხდებოდა გასაჯაროება, მალავენ თავიანთ დაფინანსებას. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ არის გამჭვირვალობის გამოწვევა, გამჭვირვალობა უკვე მაღალი რეგისტრის ტერმინია ამ მდგომარეობისთვის. ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებში და რადიკალურ ჯგუფებში. ჩვენ ვხედავთ რეაქციებს, შეხედეთ და დააკვირდით ვისი რეაქციებია - ეს არის ზუსტად ის ჯგუფები, ის NGO-ები და ის პარტიები, რომლებიც ასეთ დაფინანსებას იღებენ. ხედავთ მცდელობას, რომ ნაცვლად იმისა, შემოვიდნენ დისკუსიაში, ვერაფერს ამბობენ არგუმენტების სახით. ერთადერთი ეს არის, გამოიყენონ ის ნელი მეთოდები პროპაგანდის, რომ დაიწყონ კანონის "დაბრენდვა" ისე, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ. ეს აღარ გამოუვათ, შარშან მათ შეძლეს, რომ საზოგადოებასთან ბრენდებით ესაუბრათ და არ შესულიყვნენ შინაარსში, წელს მათ მოუწევთ ამ დისკუსიაში შემოსვლა, განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში, იქნება სამი მოსმენა კომიტეტზეც და პლენარულ სხდომაზე, მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო? რა არის იმის საწინააღმდეგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ფინანსდებიან უცხოეთიდან, საზოგადოებას უთხრან, ვისგან, რა თანხით და რა მიზნებით ფინანსდებიან? ხედავთ თქვენ მცდელობას ისტერიისა, მაგრამ საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის და თავს არ მოატყუებინებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები