18 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
შიდა ფრენები საქართველოში - საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები უახლოეს მომავალში ერთმანეთს დაუკავშირდებიან

საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში მოგზაურობა მალე უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი - საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები უახლოეს მომავალში ერთმანეთს დაუკავშირდებიან. გიდები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

შიდა ფრენების დანიშვნას ელოდებიან სასტუმროების მფლობელებიც. ამბობენ, რომ სიახლე მნიშვნელოვანი იქნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

აეროპორტების გაერთიანებამ 12 ახალ მიმართულებაზე ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა. თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით, ერთმანეთს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი დაუკავშირდება.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შიდა ფრენები საქართველოს მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასად, კომფორტული გადაადგილების საშუალება მისცემს. უწყებაში აქცენტს ტურისტული ნაკადების ზრდაზეც აკეთებენ.

აეროპორტების გაერთიანება, გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღებას 2 მაისს დაიწყებს, პროცესი კი 7 მაისს დასრულდება.

დღის ამბები