გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს უკან გაიწვიონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.
ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი "სერიოზული საფრთხეა" გამოხატვის თავისუფლებისთვის.
"მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" იარლიყს აკრავს" - ვკითხულობთ სოციალურ ქსელ X-ზე.