18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
"ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" - თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო კამპანია გახსნა

"ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" - თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო კამპანია გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორენოვანი ახალგაზრდების როლზე საინფორმაციო კამპანიის მიზნების მისაღწევად, იმ დასახლებებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაარსებული პროგრამა "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები", სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის რამდენიმე მიზანს ერთდროულად ემსახურება.

მოგეხსენებათ, საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის სრულფასოვნად განხორციელებამდე, ჩვენს ამოცანად რჩება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თანამოქალაქეების ჩართულობის, მშობლიურ ენაზე მათი ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ამასთან, ამ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა, მათი როლის გაძლიერება, ასევე ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ, ამ მიზნებს ეხმიანება პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე ჩვენი ორენოვანი ახალგაზრდები, ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის და ამ კუთხით სახელმწიფოს ძალისხმევის შესახებ მიღებულ ცოდნას და ინფორმაციას, გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები