16 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე, ცენტრალური აზიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, ცენტრალური აზიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე, ვაჭრობის და ენერგეტიკის სექტორებში.

“გვქონდა შეხვედრები უზბეკეთში ქვედა და ზედა პალატის ხელმძღვანელთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობაზე და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე შუა დერეფნის განვითარების საკითხში საერთო ინტერესზე და გვქონდა დეტალურად საუბარი თუ რას გეგმავს უზბეკეთი ამ მხრივ იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს შუა დერეფნის განვითარებაში, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილში,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი შეხვდა უზბეკეთის სენატის თავმჯდომარესაც.

“უზბეკეთთან ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, თუმცა ამ ურთიერთობის ინტენსივობა ჯერ კიდევ წინ არის იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძალიან დიდი სახელმწიფოა, ძალიან დიდი შესაძლებლობების სახელმწიფოა. უზბეკეთი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა როგორც ცენტრალურ აზიაში, ასევე ზოგადად როგორც დამაკავშირებელი ხიდი უფრო შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობებს აქვს ძალიან დიდი განვითარების პოტენციალი,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

დღის ამბები