გარდაბნის რაიონში 17 წლის აიდან შამილოვა 20 წლის ნამიგ მოვლევმა პირველად ექვსი თვის წინ მოიტაცა. მაშინ პოლიციამ გოგონა ოჯახში დააბრუნა, მოვლაევს კი შამილოვასთან მიახლოვება აეკრძალა.
სამი დღის წინ ბიჭმა გოგო ისევ მოიტაცა. შამილოვების ოჯახის უხუცესი კი ამბობს, რომ პოლიციაში ჩივილის შემთხვევაში ის, შესაძლოა, მოვლაევებმა მოკლან. გოგონას ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან, სადაა მათი შვილი და ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე.
ნამიგ მოვლაევის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ გოგონა ბიჭს თბილისშიც ხვდებოდა და მას საკუთარი ნებით გაჰყვა.
აიდან შამილოვას გაუჩინარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, მოტაცებული 17 წლის აიდან შამილოვას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი