ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში 5 ადამიანი შიმშილობს. ისინი რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოშიმშილეები აცხადებენ, რომ შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ არ გაათავისუფლებენ დაკავებულ 3 პირს. ცნობილი ხდება, რომ შიმშილობა დაიწყეს თავად დაკავებულებმაც.
რუსთავი 2-ის მხარდამჭერები გუშინ დააკავეს. მათ ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს რაც ხულიგნობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.