20 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
შეფერხებული მოძრაობა რუსთავში-ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა

რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა ფალიაშვილისა და მეგობრობის ქუჩების გადაკვეთაზე, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩებზე და თოდრიას ქუჩის წრეზე.

გვიან ღამით ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სახანძრო სამსახურები, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეს დილიდან დაიწყება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა.

უამინდობამ რამდენიმე ქვესადგურიც დააზიანა, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთავის რამდენიმე ქუჩას. 

დღის ამბები