20 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" დაკავებული მხარდამჭერები საპატიმროში შიმშილობენ

შიმშილობის აქცია დაკავებულების ახლობლებმა და მეგობრებმა გვიან ღამით დაიწყეს - მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსთავი 2-ის მხარმდაჭერი აქციის მონაწილეების დაპატიმრების შესახებ.

შიმშილობენ დაკავებულებიც-ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია. ამ ფორმით ისინი, სამართალდამცველების ქმედებას და აქციაზე საკუთარი აზრის გამოხატვისთვის მათ დაპატიმრებას აპროტესტებენ. ოფიციალურად ბრალი ჯერჯერობით არც ერთ მათგანს წარდგენილი არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები