ქართული ღვინის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ ამ წუთებში ვარდების მოედანზე.
უკვე გაშლილია კარვები, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ. მოეწყობა ღვინის აღლუმიც.
დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
მიმდინარეობს ფოლკლორული კონცერტიც. ღონისძიებაზე პრემიერმინისტრსაც ელოდებიან.