20 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ხმაური ივანიშვილის სახლთან-2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

"გაათავისუფლეთ გოგა და გიორგი"-ამ შინაარსის პლაკატებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძმების, გიორგი და დათო ფეიქრიშვილების გათავისუფელბას ითხოვენ. 

როგოროც დაკავებულების დედა ნინო აბრამიშვილი ამბობს, მისი ერთი შვილი შარშან ერთი კი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

აბრამიშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის წერილის გადაცემა სცადა, თუმცა დაცვამ მისი წერილის აღებაზე უარი განაცხადა.  

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი ორივე შვილი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რეალურად იარაღი არც ერთს არ ჰქონია. მისი თქმით დაკავებულებს იარაღი ჩაუდეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი ფეიქრიშვილს სამართალდამცავები ერთი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ და თბილისის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მიზეზი როგორც ისინი ამბობენ, ძმის საქმეზე გიორგი ფეიქრიშვილის აქტიურობა იყო. 

აბრამიშვილების მეგობრების თქმით გიორგის აქტიურობა ზოგიერთი პირისთვის მიუღებელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფეიქრიშვილი 2015 წლის პირველ ოქტომბერს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

 

დღის ამბები