თურქეთი ჟურნალისტების საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მასმედიის ასობით თანამშრომელი და მათი მხარდამჭერი სტამბოლის ქუჩებში გამოვიდა და ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტები იმ კოლეგას უცხადებენ სოლიდარობას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მისივე სახლთან სასტიკად სცემეს. CNN-ის თურქული ბიუროსა და ადგილობრივი გაზეთის თანამშრომელი ხელისუფლებისადმი კრიტიკული სტატიებითაა ცნობილი.
რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ გაზეთის წინააღმდეგ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ბრალდებით გამოძიებაც დაიწყო.
აქციაზე გამოსული ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გარემოცვა მედიის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, თუმცა ამბობენ, რომ ამგვარი ქმედებებით ხელისუფლება მათ გაჩუმებას ვერ შეძლებს.