ინციდენტი თბილისში-ცოტა ხნის წინ ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს კურიერის გადამღები ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით გზის სავალი ნაწილი მნიშვნელოვანად არის დაზიანებული, რის გამოც შეუძლებელია ავტომობილით გადაადგილება.
ბეთლემის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით გზის ნგრევის მიზეზი ძველი თბილისის ფონდის მიერ წარმოებული სამუშაოები გახდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანიის წარმომადგენლები არ იცავდნენ უსაფრთოხების ზომებს.
ცნობილია, რომ უკვე 4 წელია ძველი თბილისის ფონდის მიერ ბეთლემის ქუჩის რამდენიმე სახლს რეაბილიტაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით მომხდარის შემდეგ ბეთლემის ქუჩაზე მცირე ინციდენტი ადგილობრივებსა და მშენებლობის ზედამხედველს შორის მოხდა, თუმცა ინციდენტ ის მალევე ამოიწურა.