20 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
"არა ჩადებას" - ხმაურიანი აქცია პროკურატურასთან

"არა ჩადებას"-ამ ლოზუნგით ამწუთებში მთავარი პროკურატურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 24 წლის პავლე გოცირიძე სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს და ის არ მოიხმარდა ნარკოტიკებს. 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოს ჩატარდეს დე ენ ემ-ის ანალიზი და მოხდეს მისი შედარება ნარკოტიკული საშუალების პაკეტიდან აღებულ დე ენ ემ-ზე. 

თავად პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა კი 26-ე დღეა შიმშილობს. პავლე გორიციძე თვლის, რომ ის უდანაშაულოა. 

 

დღის ამბები