იურიდიულმა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. დეპუტატებმა გიორგი კალანდარიშვილს და კომისიის პროფესიული წევრობის 3 კანდიდატს, მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს მოუსმინეს.
"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამ ეტაპს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. თუ 90 ხმა ვერ მოგროვდება, კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. 76 ხმით მხარდაჭერის მიღება, ორჯერ იქნება შესაძლებელი.