20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
პროკურატურა "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას ითხოვენ ქუთაისში მერიის შენობასთან. დაკავებულების მსგავსად შიმშილობენ მათი გულშემატკივრები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებულების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და სამართალდამცვი ორგანოები ამას აქციის მონაწილეების მიმართ ბრალის დამძიმებით ცდილობენ. 

პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ  საგამოძიებო ორგანომ უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაკავებულებისათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. უცნობია როდის ჩანიშნავს საქალაქო სასამართლო სხდომას აღნიშნულ საქმეზე. 

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 3 პირის ადვოკატი კი სასამართლოზე ორი შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. ელისო დათუსანის განცხადებით ის პროცესზე მოითხოვს შეწყდეს დაკავებულთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ან მოხდეს მათი გირაოთი გათავისუფლება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები