20 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები-დრამატული პოლიტიკური სპორტი და გამარჯვებული მთავრობის ფავორიტი

ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ლევან კობიაშვილი 4 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში პირველი პირი იქნება, თუმცა გუშინ ჩატარებულ არჩევნებს სპორტული ჟუნრალისტები მძიმედ აფასებენ. 

პოსტსკრიპტუმი მათ გაესაუბრა და აღმოჩნდა, რომ სპორტული ჟუნრალისტები ჩატარებულ არჩევნებს როგორც ყველაზე დრამატულ პოლიტიკურ სპორტად აღიქვამენ. 

ეს პირველი არჩევნები არ იყო ფეხბურთის ფედერაციაში, რომელის სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა. არანაკლებ მძიმე მდგომარეობა იყო 2007 წელსაც, სადაც  პაექრობა მოქმედ პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცსა და ცნობილ ფეხბურთელს გიორგი ნემსაძეს შორის მიმდინარეობდა. მაშინ ნემსაძე პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გადადგა. 

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე სურათი 2003 წელს, იყო როდესაც არჩევნებში მერაბ ჟორდანიასა და მის ძირითად კონკურენტს შორის პაექრობა სპეცრაზმის ფონზე მიმდინარეობდა. 

ხელისუფლება ღიად ლობირებდა საქართველოს ეროვნული ნაკრების და გერმანული კლუბების ფრაიფურგის და ჰერტას ყოფილ ფეხბურთელს ლევან კობიაშვილს. მისი მთავარი კონკურენტი კი ქართულ ევროპულ კლუბებში გამოცდილი და წარმატებული ვეტერანი ფეხბურთელი რეზი ერველაძე იყო, რომელსაც წლების მანძილზე ფედერაციის ვიცეპრეზიდნეტის და გენერალური მდივნის პოსტი ეკავა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედეგების პროგნოზირება შეუძლებელი იყო, მაგრამ არჩევნების დილით ყველაფერი გადაწყვეტილი. გაიმარჯვა ხელისუფლების ფავოტიტმა.

18 ხმა ლევან კობიაშვილს და 15 რევაზ არველაძეს. კონკურენტს გამარჯვება რევაზ არველაძემ პირველივე წუთს მიულოცა.

ავტორი თეა ადეიშვილი

დღის ამბები