20 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ბათუმის ციხეში მსჯავრდებულებმა არასათანადო მოპყრობის გამო თვითდაზიანებები მიიყენეს

ექსკლუზიურად პოსტსკრიპტუმისთვის ცნობილი ხდება კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ბათუმის ციხეში მოხდა. ორმა მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, მიზეზი ციხის ადმინისტრაციის არასათანადო დამოკიდებულება გახდა. 

რუსთავი 2-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ერთ-ერთი მსჯავრდებულის ედუარდ პეტროსიანის სატელეფონო ჩანაწერი. პატროსიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი დაშავებული მისი მეგობარია. პატიმარი ყვება, რომ დაშავებულებს ექიმები ციხის ადმინისტრაციის მითითებით ყურადღებას არ აქცევენ. 

"48 ნაკერი დაადეს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვერ მოძრაობს გულ-მუცელი აქვს გადაფატრული. ჩვენ, ძმაკაცები ვუვლით. ექიმები რას აკეთბენ იცი? პატიმარი ცუდადააო და ამბობენ დაიკიდე ფეხებზე არაფერი არ მოუვა. ადმინისტრაციის დავალებით, ამას თვითონ ამბობენ. "ტუბიკის" ანალიზები აუღეს და არ ეუნებიან პასუხებს, "სვაბოდის" საავადმყოფოში ჰყავდათ, მოვიდა პასუხები ანალიზის და "იმენა ნაგლად როჟები" არ ეუბნებიან. ხედავ რეებს აკეთებენ? "იმენა" ტელეფონზე არ მალაპარაკებენ, სპეციალურად ბლოკავენ და თიშავენ სპეციალურად,"- ამბობს სატელეფონო საუბრის დროს ედუარდ პეტროსიანი. 

იმას, რომ ბათუმის ციხეში მძიმე მდგომარეობაა პატიმარ გიორგი მარსაგიშვილის და და მეუღლეც ადასტურებენ.   

"მთელი მუცელი დაიზიანა, თვითდაზიანება მიიყენა. ადგილზე ექიმებმა ვერ აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო. უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანეს და თვითდაზიანებები მიიყენეს იმიტომ, რომ აპროტესტებენ ადმინისტრაციის ცუდ დამოკიდებულებას,"- აცხადებს პატიმარ გიორგი მარსაგიშვილის და, ნინო ბეგეჩაშვილი. 

მსჯავრდებულის მეუღლე კი პატიმრის გლდანის ციხეში გადმოყვანას ითხოვს. 

"ჩვენი მოთხოვნა არის გადმოიყვანონ თუნდაც გლდანში სამკურნალოდ. ბათუმში არის დიდი ზეწოლა ექიმებზე. პატიმრებს არ ექცევათ ყუდაღება,"- განაცხადა მარსაგიშვილის მეუღლემ ლინდა ვარსიმაშვილმა. 

ავტორი: ნოდარ მელაძე

დღის ამბები