20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
პრემიები ბორჯომის მუნიციპალიტეტში

მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 თვის მონაცემებით 86 ათას ლარზე მეტი პრემიის სახით გაიცა. ქალაქის ცენტრალურ პარკში კი სამუშაოები ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, ცვლიან ძველს და აგებენ ახალ ფილებს, იცვლება ინფრასტრუქტურაც. როგორც ამბობენ პარკის გასაახლებლად ბიუჯეტიდან 558 ათასი ლარია გამოყოფილი.

ახლა ყველას ყურადღების ცენტრში პარკია, მათ შორი 61 წლის მოხუცის სედა მურაჩაშვილიც. მისი სამუშაო ადგილი პარკთან ახლოს არსებული, ტუალეტია სადაც მაქსიმუმ დღეში 10 ლარს აგროვებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მას მხოლოდ 2 ლარი რჩება. მას არც სახლი აქვს და დახმარებას მცირე ფართით გამგეობას სთხოვს, რომ ღამე გაათენოს, თუმცა პასუხი წლებია ვერ მიიღო.

მანამ, სანამ ბორჯომში პარკის რეაბილიტაციისთვის ათასობით ლარი იხარჯება სოფელი თორი მოსახლეობისგან იცლება. ადგილობრივებს 8 წელია შუქი თვალით არ უნახხავთ.
დახმარება არაერთხელ ითხოვეს თუმცა უშედეგოდ. თორში ინფორმაციაც გვიან აღწევს.

სოფელში არც წყალია, ადგილობრივები წყალს წყაროდან ეზიდებიან.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

 

 

დღის ამბები