20 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
29 წლიანი პაუხის შემდეგ ოზურგეთის თეატრი კახეთში გასტროლებს მართავს

29 წლიანი პაუზის შემდეგ ოზურგეთის თეატრმა პირველი გასტროლი გამართა. გურულები კახეთში ჩავიდნენ და რამდენიმე წარმოდგენა გამართეს.

წარმოდგენა ხალხმრავალი არ იყო, როგორც აღმოჩნდა, სალაროში ბილეთები არ გაყიდულა და ის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დაურიგეს, თუმცა მათგანაც თეატრში ყველა არ მივიდა. 

სპექტაკლი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა თეატრში მაყურებლის სიმცირეს მსახიობების განწყობა მაინც არ გაუფუჭებია.

თელავის შემდეგ გურულები ყვარელში ჩავიდნენ. ნოდარ დუმბაძისეული სევდანერევი იუმორით ოზურგეთელებმა ”ჭკვიანი გიჟები” ითამაშეს. წარმოდგენამ ყვარლელებს გული აუჩუყა.

დარბაზი ნახევრად ცარიელი, გნებავთ ნახევრად სავსე იყო, თუმცა მსახიობები მაყურებლის რეაქციით კმაყოფილნი დარჩნენ.

გურულებს წინ კიდევ ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღისა და კვლავ თელავის თეატრის სცენა ელით. ენერგიული გურულების დინჯ კახელებთან სტუმრობა 29 წლის შემდეგ ხელახალი თეატრალური პარტნიორობისა და მაყურებლის პარტერში დაბრუნების იმედით გრძელდება.

ავტორი: თაკო მესხი. 

 

დღის ამბები