"გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბერკეტის გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ ვეტოს დაძლევენ, იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის ინიციატივას:
"ეს არის კანონი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ხელისუფლების განზრახვას- ევროინტეგრაციის გზა დააბრკოლოს, თუმცა ის, რაც ქუჩებში ხდება, აჩვენებს რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თუ რა არის ევროინტეგრაცია, მთავარი ამოცანა - 26 ოქტომბერს არჩევნებით დადგება. ეს კანონი კი არის დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ამ კანონს ვეტოს დავადებ, ისე, როგორც სხვა კანონებს ვადებ ვეტოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონი. ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს. მაგრამ ჩემს ვეტოს აუცილებლად დაძლევენ, რადგან პარლამენტში არის უმრავლესობა, თუმცა ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმა და ეს ხმა ყველაზე ხმამაღლა გაისმება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.