რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი ხვალ 11:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით ბრალდების მხარე აქციის სამივე მონაწილის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდებას მტკიცებულებები არ აქვს.
დაკავებულთა უფლებადამცველების გაცნახდებით ისინი სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობით წარსდგებიან და მოითხოვენ: პირველი, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავებულების მიმართ ან მეორე, მოხდეს დაკავებული აქციის მონაწილეების 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.
პარალელურად კი ქუთაისის მერიასთან აქციები გრძელდება. როგორც დაკავებულებმა, ასევე მათმა მეგობრებმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს და განმარტეს, რომ მათ ერთი მიზანი აქვთ-"ან გამარჯვება ან სიკვდილი."
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.