21 წლის ტელევიზიას ხელისუფლება დახურვას უპირებს და ფინანსურ პრობლემებს უქმნის, რაც მისი საქმიანობის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაპირობაა.
პოსტსკრიპტუმმა ბოლო 3 წლის არქივს გადაავლო თვალი და ის თემები გაიხსენა, რომელიც ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის არის ამბები ციხეში არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლარის გაუფასურებაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე, სოციალური დახმარების მოხსნის საკითხებზე, პოლიციაში ცემის ფაქტებზე, გაზრდილ კრიმინალზე, პოლიტპარიმტებზე, ელექტრო ენერგიის ტარიფზე, ოკუპაციაზე, რუსეთთან არსებულ პოლიტიკაზე, საერთაშორისო პრობლემებზე, რთველზე და ა.შ.
ამ და სხვა თმების წამოწევისთვის რუსთავი 2 ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირ ეთერში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა პროცესები ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამწვავდა. დაყადაღებულია არხის ქონება, რაც ტელევიზიის არსებობას საფრთხეს უქმნის.
პირველად 21 წლის შემდეგ რუსთავი 2-მა დახმარება საზოგადოებას სთხოვა. მხოლო ერთ დღეში ტელეკომპანიამ საზოგადოებისგან 50 ათასი ლარი მიიღო, ტელეკომპანია მოსახლეობას მადლობას უხდის დახმარებისთვის.
პარალელურად მიმდინარეობს პროცესი საქალაქო სასამართლოში. მომდევნო სხდომა 19 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სხდომაზე დაკითხავენ ექსპერტს, რომელმაც უნდა თქვას, თუ რა ღირს რუსთავი 2-ის ქონება.
ავტორი: პაატა იაკობაშვილი.