33 წლის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გორში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ როდესაც რიგითი იპოვეს ის უკვე გარდაცვლილი იყო. აღენიშნება თუ არა მას დაზიანებები და საერთოდ რა მოხდა სამხედრო ტერიტორიაზე ეს ჟურნალისტებისთვის ცნობილი არ არის.
სამინისტროში დეტალებს არ ახმაურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
პოსტსკრიპტუმის ინფორმაციით გარდაცვლილი დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან იყო და მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
მომხდარის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ სამძიმრის წერილი გაავრცელა.