საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს ამ წუთებში კონფერენციაზე რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
დოკუმენტი რომელიც მსოფლიო ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ არის მომზადებული გულისხმობს გეგმების შედგენას რომელთა მიხედვითაც საგზაო უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევების კლება და უსაფრთხოების ზომების მიღება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მინისტრს ის ფიქრობს, რომ წარმოდგენილი გეგმა დასახვეწია და ბევრ სამუშაოს საჭიროებს.