16 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია "როგორც ამბობენ" და ამ "ამბობენს" და ჭორ-მართალს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ - შალვა პაპუაშვილი გვარამიას საქმეზე

ნებისმიერი ამბავი, როდესაც აისახება ანგარიშში, ეს ხდება მათ შორის, ანგარიშის შემდგენის პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იჩენს თავს დეპარტამენტის ანგარიშში, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და ჩრდილს აყენებს თავად ანგარიშს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს რასთან გვაქვს საქმე, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამია პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმის გამოძიების პროცესში გადაცდომა ვერ დაინახა.

"ერთი სპეციფიკა აქვს [აშშ-ის სახელმწიფო] დეპარტამენტის ანგარიშს, ყველგან მითითებულია "როგორც ამბობენ". "ამბობენები" არიან ის "ენჯეოები", რომლებიც მერე ფინანსდებიან ხოლმე ამერიკული ან ევროპული წყაროდან. ვხედავთ დეზინფორმაციას ავრცელებენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ანგარიშის რომელიმე ფურცელზე ეს [პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია] წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება ამ "ამბობენს" და ჭორ-მართალს, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ასე რომ, სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან [ნიკა გვარამიას საქმესთან] დაკავშირებით. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ის ეფუძნება მონათხრობებს, თავად მტკიცებით ფორმაში არ ამბობს. ნებისმიერი ამბავი, როდესაც აისახება ანგარიშში, ეს ხდება მათ შორის, ანგარიშის შემდგენის პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იჩენს თავს დეპარტამენტის ანგარიშში, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და ჩრდილს აყენებს თავად ანგარიშს. კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურ ჭრილში იქნება წარმოჩენილი, ეს იმ ანგარიშის პრობლემაა, რა თქმა უნდა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები