20 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ინფრასტრუქტურული პროექტები შეფერხებით ხორციელდება - მერია ფაქტს ადასტურებს

ის, რომ თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შეფერხებებია ამ ფაქტს თბილისის მერიაში ადასტურებენ. კურიერის ჟურნალისტათან საუბრის დროს მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ პროექტები დედაქალაქში გარკვეული შეფერხებებით, თუმცა მაინც მიმდინარეობს. 

"გარკვეული შეფერხებები არის, თუმცა მთლიანობაში ეს პროექტები დასრულდება ძალიან მალე," - აცხადებს თბილისის ვიცემერი. 

შეგახსენებთ,  რომ უკვე რამდენიმე კვირაა ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია გაგარინის მოედანზე და იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც თბილისის მერია ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. 

დღესვე თბილისის ვიცემერმა 13 ივნისის სტიქიის დროს განადგურებულ ახალ გზაზეც ისაუბრა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ახალი გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და ყველა მიმართულებით გადაადგილება ოქტომბრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. 

დღის ამბები