20 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ბათუმში მუფთის რეზიდენცია გაიხსნა

ბათუმში მუფთის რეზიდენცია გაიხსნა. ეს შენობა ყოფილი სასტუმროა და ე. წ. ანგისის ტერიტორიაზეა განთავსებული. ოთხსართულიან რეზიდენციაში სამუფთოს სამსახურები განლაგდება.

საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ შენობის გადაცემისათვის მადლობა პრემიერმინისტრს გადაუხადა. რაც შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის გახსნას - მუფთი და ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან.

„ეს არის ისტორიული ფაქტი, წლების მანძილზე გვინდოდა ისეთი რეზიდენცია გვქონოდა, როგორიც შეეფერებოდა მუსლიმ თემს. როდესაც სტუმარი მოვიდოდა არ შეგვრცხვებოდა სტუმრის მიღება. ეს დღეს აღსრულდა,“ - აცხადებს დასავლეთ საქართველოს ყოფილი მუფთი ჯემალ პაქსაძე.

დღის ამბები