ამ წუთებში ხმაურია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. ადგილზე მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
აქციაზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც. შეკრებილებს გიგა ბოკერიამ და ნიკა მელიამ მიმართეს.
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეკრებილები სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ და რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 3 პირი პოლიტიკური ნიშნით არიან საპყრობილეში და მათ უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რამდენიმე საათში კი ადგილზე ქუთაისიდან წამოსულ 7 მოშიმშილეს ელოდებიან, რომლებიც დაკავებული მეგობრების გათავისუფლებამდე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.