რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებისათვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა ქუთაისში. ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას დეპუტატის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
დაკავებულების ოჯახის წევრებმა სასამართლოსაგან პატიმრების უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს და მომხდარში ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს.
პოლიტიკური ნიშნით ხსნის ახლგაზრდების დაკავებას ოპოზიციაც.
3 დაკავებულ აქტივისტს გამოძიებამ ბრალად 239-ე მუხლის მეორე ნაწილი წაუყენა, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.