მერიის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება დაუსრულებელი ქუჩების რეაბილიტაციის გამო დიდია. ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაუსრულებელი პერიოდით გრძელდება, რაც ისედაც საცობებად ქცეულ დედაქალაქს დამატებით პრობლემებს უქმნის.
პეკინისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, თუმცა გზაზე არაერთი შეფერხებაა. სამუშაოები აქაც, ისევე როგორც რამდენიმე უბანში გაურკვეველი მიზეზით და ვადით შეჩერებულია.
საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების მიზეზად დედაქალაქის მერის მოადგილე ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს, თუმცა ირაკლი ლექვინაძე ვერ აკონკრეტებს, როდის დასრულდება სამუშაოები.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად მთლიანად დაზიანდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.