16 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.

დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.

"სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.

აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძეს და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.

საბოლოოდ, ხატია დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.

დღის ამბები