დეპუტატების ცემისთვის ზოგი 100 ლარით, ზოგიც კი პატიმრობით ისჯება. 3 წლიან არქივს და ამ პერიოდში დეპუტატებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს კურიერმა გადახედა.
დეპუტატებზე პირველი თავდასმა ჩვენი საარქივო მასალით 2013 წლის 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან თბილისში მოხდა. აქციის დროს ფიზიკური შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. საქმე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის მიხედვით წვრილმან ხულიგნობაზე აღიძრა.
ამავე დღეს დააკავეს გურამ მამალაძე და აქციის მოანწილე კიდევ ერთი პირი, რომლებიც ფიზიკურად დეპუტატებს, სერგო რატიანს და ჩიორა თაქთაქიშვილს გაუსწორდნენ. ერთმა სასმართლო 2000 ლარიანი, მეორემ კი 1000 ლარიანი ჯარიმით დატოვა.
100 ლარიანი ჯარიმა გადაიხადა პარლამენტის შენობასთან დაკავებულმა ლადო სადღობელასვილმაც, რომელიც მხარდამჭერებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გიგა ბოკერიას და გოკა გაბაშვილს თავს მაშინ დაესხა, როდესაც დეპუტატები მანქანაში სხდებოდნენ.
თავდამსხმელები არ დასჯილან ზუგდიდიში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამგეობის კანდიდატის თენგიზ გუნავას ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები შეიკრიბნენ და შენობაში მყოფებს ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენების მიუხედავად სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
2000 ლარიანი გირაოთი, რომელიც მოგვიანებით საპროცესო გარიგების სახით გაფორმდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული რეზო თაბუკაშვილი და რეჟისორი გიო მგელაძე.
დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა კახეთში გამართული აქციის დროს მიაყენეს. თავდამსხმელი გიორგი ჭანყოშვილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. საქმე აღიძრა, თუმცა ბრალდება, რომელიც დეპუატატის ცემისთვის ჭანყოშვილს წაუყენეს მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს.
ავტორი:ეკა გაგუა