20 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ექსცესების გარეშე დასრულდა

ხმაურიანი აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან უკვე დასრულდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსთავი 2-ს და მასზე ზეწოლა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს, იმ სამი ახალგაზრდის გათავისუფლება, რომლებიც რუსთავი 2-ისთვის მხარდაჭერის გამო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

"ბიძინა ივანიშვილი რადიკალურ ზომებზე წასვლას აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის,"- ეს განცხადება აქციაზე მყოფმა  საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. 

რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის 3 პირის დაკავების ფაქტზე ისაუბრა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემაც. აქციაზე კაკაბაძე შვილთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ სამივე ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართლის ფარგლებში მოხდა. 

ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები კი ამბობდნენ, რომ მზად არიან საპროტესტო აქციებისთვის და აპირებენ დაიცვან რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება. 

საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. 

ავტორი:ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები