ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დღის ბოლოს გამართულ აქციაზე შეკრებილებმა. ამ საკითხზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.
ხმაურით მიმდინარე აქციაზე ასევე მოითხოვეს, იმ სამი ახალგაზრდის გათავისუფლება, რომლებიც რუსთავი 2-ის მხარდაჭერის გამო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ადვოკატები დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებას აპირებენ.
აქციაზე ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ზე ზეწოლაც გააპროტესტეს. შეკრებილები საქართველოში არსებულ შერჩევით სამართალზე საუბრობენ.