ქვეყანაში არსებულ ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტში გაკეთდა. ოპოზიციამ ბიუროზე ამ საკითხზე რეზოლუციის მიღებაც მოითხოვა, თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.
მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ შესაბამისი დოკუმენტის მიღება სასამართლო ზეწოლად აღიქმება, რაც დაუშვებელია.
„თუ რაიმე ტექსტის მიღებაზეა საუბარი, ჯერ უნდა არსებობდეს ამ ტექსტის პროექტი, რომელზეც შეიძლება პოზიცია გვქონდეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ განცხადების მიზანი განმარტა.
„თითოეულ დეპუტატს მოუწევს პერსონალურად იმის დაფიქსირება, აწერს თუ არა ხელს ივანიშვილის მიერ რუსთავი 2-ის წართმევას, ეს არის ამ განცხადების მიზანი,“ - განმარტა გივი თარგამაძემ.