ანდრო ბარნოვი სამოქალაქო აქტივისტებს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ხუთშაბათს საღამოს 7 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საორგანიზაციო შეკრებაზე მისვლას სთხოვს.
ის ხელისუფლებისგან მედიის დამოუკიდებლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
„ვიმსჯელოთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ მთლიანობაში მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული, პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნა, რომელიც არათუ უნდა შეწყდეს, არამედ საერთოდ უნდა ამოიძირკვოს ჩვენი ცნობიერებიდან და სრულიად გარანტირებული სამართლიანი საარჩევნო გარემო,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.