20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
სამეგრელოში ყოფილი პოლიციელი დააყაჩაღეს

სამეგრელოში ყოფილი პოლიციელი დააყაჩაღეს. თავდასხმა ზურაბ შონიაზე გვიან ღამით მოხდა.

როგორც შონია კურიერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრის დროს აცხადებს, უცნობი პირები შეიარაღებულები იყვნენ და მისგან თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. 

შონიას სახლიდან ყაჩაღებმა 200 ლარი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს. მათ შორის არის სანადირო თოფი, რომელიც მოვერცხლილია. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მას წალენჯიხის რაიონული პოლციია იძიებს. 

 

 

 

დღის ამბები