პარლამენტის შენობასთან რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
"ბუნებრივია, ძალადობა ნებისმიერი პირის წინააღმდეგ წარმოადგენს სამართალდარღვევას და სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ რეაგირება ამგვარ შემთხვევებზე. თუმცა, რეაგირება არ უნდა მოხდეს შერჩევითად და დარღვევის დისპროპორციულად - სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევის იდენტურ ფაქტებზე ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს. ზემოხსენებული პირების დაკავება და მათ მიმართ გამოყენებული ზომები წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითს, რაც, ვფიქრობთ, პოლიტიკური ქვეტექსტითაა ნაკარნახევი," - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იდენტობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, კავშირი საფარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
სრული განცხადების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.