20 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ივანიშვილის კომპანიის მიერ 1 წლის წინ რეაბილიტირებული სკოლის სახურავი ჩამოინგრა

სოფელ პერევის საჯარო სკოლაში მოსწავლეების უმრავლესობა აღარ დადის. მშობლებმა ეს გადაწყვეტილება სასწავლებელში ჭერის ჩამონგრევისა და ექსპერტიზის იმ დასკვნის შემდეგ მიიღეს, რომლის მიხედვითაც, შენობაში მოზარდების ყოფნა უსაფრთხო არ არის.

განათლების სამინისტროსთვის პერევის სკოლაში მომხდარი ინციდენტი საგანგაშო არ არის. რაც შეეხება სასწავლებელში სარემონტო სამუსაოების მწარმოებელ კომპანია ატუს, დღეს განმარტებები არ გაუკეთებიათ.

კომპანია ატუში,რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, დღეს მომხდარის გამო განმარტებებს არ აკეთებენ.

სკოლის სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია ატუმ გასულ ზაფხულს შეასრულა, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, რომელშიც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ამ ეტაპზე უცნობია.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

 

 

 

დღის ამბები