სოფელ ჩუმლაყის 90 წლის მკვიდრი მელანია ბერუკაშვილი მეზობლების დახმარების იმედზეა დარჩენილი. მას რამდენიმე თვეა, სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს და არაერთი თხოვნის მიუხედავად, მარტოხელა მოხუცმა გურჯაანის გამგეობიდან თითქმის დანგრეული სახლის შეკეთების პირობაც კი ვერ მიიღო.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, საცხოვრებელი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
რთული პირობების გამო, 90 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილი ჩუმლაყში საცხოვრებლად ვერ მიჰყავს.
ავტორი: თათია ხორბალაძე