20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
რაც შეგვპირდა, არაფერი შეგვისრულა - მეგრელები ივანიშვილს დაპირებების შეუსრულებლობის გამო საყვედურობენ

სამეგრელოს მაცხოვრებლები გაძვირებულ ცხოვრებასა და გაჭირვებაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებით გაძვირებული წამლების ყიდვა უჭირთ. ასევე ბანკებში აღებული სესხების დაფარვა გახდა მათთვის პრობლემატური.

სამეგრელოში ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ხელისუფლებით უკმაყოფილოები არიან პენსიონერებიც. ისინი პენსიის 10 ლარით გაზრდას არასაკმარისად მიიჩნევენ და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ.

სამეგრელოს მაცხოვრებლები ნეპოტიზმზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ დღეს ქვეყენაში ხელისუფლებაში მყოფი პირების ნათესავები საქმდებიან, დანარჩენები კი უმუშევრები რჩებიან.

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი 

დღის ამბები