სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის არჩევნებში ხმა ქართულ ოცნებას მისცა. ნაციონალურმა მოძრაობამ 44% მიიღო, ქართულმა ოცნებამ კი - 51%.
სვანებს ბიძინა ივანიშვილის იმედი ჰქონდათ. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ დაპირებები არ შეუსრულეს.
მოქალაქეები მთავრობას პენსიის გაზრდაზე გაცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლება იგივე შეცდომებს იმეორებს, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. მათ განსაკუთრებით მედიასა და რუსთავი2-ის მიმართ არსებული ხელისუფლების მოქმედებებს არ მოსწონთ.
მესტიის მოსახლეობა ასევე წუხს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ფუჭდება.
ავტორი: თეა ადეიშვილი