20 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ონში გამგებელი და გამგებლის მოადგილე ჭამენ, ყველა სხვა მშიერია - რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის პროტესტი

რაჭველები რეგიონის დაცლაზე ჩივიან. ამბობენ, რომ უმუშევრობისა და გაჭირვების გამო სოფლებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს.

რაჭის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს დაპირებების შეუსრულებლობის გამო საყვედურობს და ამბობს, რომ მან ხალხი მოატყუა.

რაჭველები განსაკუთრებით წამლებისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას განიცდიან და უმუშევრობაზე ჩივიან.

„ონში გამგებელი და გამგებლის მოადგილე ჭამენ, ყველა სხვა მშიერია. ხალხი მიყრილია,“ - ამბობს  ერთ-ერთი ადგილობრივი.

რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა ამბობს, რომ 2012 წელს ხმა ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს მისცა, თუმცა მომავალ არჩევნებზე ამას აღარ აპირებს, რადგან მათ არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები ყურადღებას არ აქცევენ.

"ცაგერი საქართველოს რადარებიდან არის გამქრალი,“ - ასე აფასებს ხელისუფლების მხრიდან არსებულ უყურადღებობას ცაგერის მაცხოვრებელი.

 

 

ავტორი: გვანცა სუთიძე

დღის ამბები