20 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
არ არსებობს სისტემა, რომელიც ადექვატურად იმუშავებდა - თბილისელების საყვედური ხელისუფლებას

თბილისელები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებენ და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ. ამბობენ, რომ ხმა მისცეს ქართულ ოცნებას, მაგრამ მთავრობაში მოსვლის შემდეგ მათ დაპირებები დაავიწყდათ.

თბილისელები მედიკამენტების სიძვირეს და კომუნალური გადასახადების გაზრდას აპროტესტებენ.

ისინი ქართულ ოცნებას კომუნალური გადასახადების შემცირების შესახებ დადებულ პირობას ახსენებენ და ამბობენ, რომ შემცირების ნაცვლად გადასახადები გაიზარდა.

"ჰაერის "სოჩიკები" დარჩა დასაყენებელი და იქნებ რამე სასწაული გამოიგონონ და ეს "სოჩიკებიც" დააყენონ. ხალხს აღარ შეუძლია გაზრდილი გადასახადების გადახდა,“ - ამბობს თბილისის მაცხოვრებელი.

თბილისელები უმუშევრობასა და ლარის გაუფასურებას განიცდიან. ამბობენ, რომ ქვეყანაში ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. კმაყოფილებას კი მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებებისა და საყოველთაო დაზღვევაზე გამოთქვამენ.

 

ავტორი: ზაალ უდუმაშვილი 

 

დღის ამბები