კახელები მაღალ პენსიაზე წინასაარჩევნოდ გაცემული პირობის შესრულებას ითხოვენ. ღიად ამბობენ, რომ 2012 წელს ხმა ქართულ ოცნებას მისცეს. ცხოვრების გაუმჯობესების მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ არ გაუმართლდათ.
კახელები უმუშევრობაზე, ყურძნის ჩაბარებასთან არსებულ პრობლემებზე, შემოსავლების შემცირებასა და ფასების გაზრდაზე ჩივიან.
უკმაყოფილოები არიან ხელისუფლების მხრიდან არსებულ უყურადღებობის გამო და ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში ხმას ქართულ ოცნებას აღარ მისცემენ.
კახელების ნაწილი გაკეთებულ საქმეებსაც იხსენებენ და ხელისუფლების დამსახურებად უფასო წიგნების პროგრამასა და საყოველთაო დაზღვევას ასახელებენ.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი