მინისტრებისა და ვეტერანების ამხანაგური მატჩი რაგბიში ფრედ, 5:5 დასრულდა.
ამხანაგური მატჩი "მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა.
მატჩი მსოფლიოს თასზე მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად ჩატარდა.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, ასევე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.