სამუშაო ადგილების არარსებობა, შემცირებული ვაჭრობა, სოციალური პრობლემები, გაზრდილი გადასახადი ელექტროენერგიაზე - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ქვემო ქართლში უჩივიან.
რუსთავი2-თან საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი არ გაიზარდა, შემცირდა. მაგალითად, მეტალურგიული ქარხანა. ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ქარხნიდან ნახევარზე მეტი თანამშრომელი სახლში გაუშვეს, მათ შორის მისი ორი შვილი.
რუსთავშიც და ქვემო ქართლის სხვადასხვა ქალაქებშიც ამბობენ, რომ მათთვის პენსიის 10 ლარით გაზრდა შეღავათი არ არის.
"160 ლარი მაქვს პენსია. დენიც გაძვირდა და საჭმელიც. კლიენტიც აღარ არის," - ამბობენ ადგილობრივები.
არიან ისეთებიც, ვინც დახმარებას ადგილობრივი მთავრობისგან წლებია, ელოდებიან. თუმცა, არათუ დახმარება, არამედ პასუხიც ვერ მიიღეს.
რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფთან საუბარი აუკრძალეს რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მომუშავე ადამიანებსაც.
რუსთაველები გულდაწყვეტით ამბობენ, რომ ქალაქში უკვე 3 წელია, კინოს შენობაც დაიკეტა.
არის ისეთი ოჯახები, სადაც სახლში არც საჭმელი და არც ტექნიკა არ გააჩნიათ. მათ არც შემოსავალი აქვთ.
ავტორი: ეკა სარია