20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
პურის ფული არ მაქვს და ასე მითხრეს, შვილებით ხარ მდიდარიო - გორის ხმა რუსთავი2-ზე

ჩაჭრილი დენი და გაზი, ნაკლები შემოსავალი, გაზრდილი წამლის ფასები და შეწყვეტილი სოციალური დახმარებება, - ამ მდგომარეობას თქვენ გორში შეხვდებით. 

რუსთავი2 გორელებმა სახლში შეიპატიჟეს და ცარიელი მაცივრები აჩვენეს.

მოქალაქეებმა, რომლებმაც რუსთავი2-თან ღიად ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ მათ წელიწადია, ხორცი არ უჭამიათ და დღეები ჩაიზე და პურზე გადააქვთ.

ანალოგიური მდგომარეობაა კასპსა და ხაშურშიც. 

 

ავტორი: მაია ასათიანი 

დღის ამბები