20 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
მდიდარი გაღარიბდა და ღარიბი გაღატაკდა - მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის შეფასება

მცხეთა-მთიანეთის მოსახელობა იმედგაცრუებაზე საუბრობს. გადაცემა არჩევანთან საუბრისას ღიად ამბობენ, რომ 2012 წელს არჩევნებში ხმა ქართულ ოცნებას მისცეს, თუმცა მიღებული დაპირებებიდან არაფერი შესრულებულა.

ადგილობრივები ბიძინა ივანიშვილს დასაქმების შესახებ გაცემულ დაპირებასა და პენსიების გაზრდას ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ასევე კომუნალური გადასახადების გაზრდასაც აპროტესტებენ.

მდიდარი გაღარიბდა და ღარიბი გაღატაკდა, - ასე აფასებენ ლარის გაუფასურების შედეგად მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას.

მცხეთა-მთიანეთის მაცხოვრებლები ერთადერთ დადებით და გაკეთებულ საქმედ უფასო დაზღვევას ასახელებენ. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ წამლების სიძვირის გამო უფასო მკურნალობასაც ვერ ახერხებენ.

მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან მედიაზე არსებულ ზეწოლაზეც საუბრობს და რუსთავი2-ს მხარდაჭერას ღიად უცხადებენ.

 

 

ავტორი: ვანო ჯავახიშვილი

დღის ამბები